როკის დედოფალი


როკის დედოფალი, წოდებული ტინა ტერნერად უკვე 50 წელია მსმენელს აჯადოვებს თავისი შემოქმედებით. კარგი აღნაგობა და საოცარი ხმა _ ერთგვარი დანამატია მისი ლეგენდარული სტატუსისთვის.
აფროამერიკელი ქალბატონი ანა მაი ბალოკი მოგვიანებით ტინა ტერნერი დაიბადა 1939 წელს ტეხასის შტატში. კერძოდ ნათბუსში. მამა ბაბტისტი დიაკვანი და ამავდროულად ქარხნის მუშა იყო. დედა ქარხანაში მეუღლის დამხმარედ მუშაობდა. ანა უმცროს დასთან ალისთან ერთად ბებიასთან დატოვეს და სხვა შტატში გაემგზავრნენ.ბებიის გარდაცვალების შემდეგ გოგონებმა სოლა დატოვეს და სენტ ლუისში გადავიდნენ, სადაც ანა უმაღლეს სკოლაში შევიდა. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე იკე ტერნერი, რომელიც ჯგუფ "რითმის" სოლოსტი იყო. ანამ პირველად რომანი ბენდის საქსაფონისტ რაიმონდ პილთან გააბა, რომლისგანაც შვილი გააჩინა. ორი წლის შემდეგ კი იკესთან გააბა ურთიერთობა და მასთან სახლში გადავიდა საცხოვრებლად. სულ მალე ბიჭი შეეძინათ, რის შემდეგაც ოფიციალურად დაქორწილდნენ. "რითმის" წევრები ანას ვოკალით აღფრთოვანებულები იყვნენ.მეუღლემ მას სახელი შეუცვალა. ტინა ჯუნგლების დედოფლის პატივსაცემად დაარქვა, ხოლო მოგვიანებით თავის გვარზეც გადაიყვანა. "სულელი შეყვარებული" , " მე შენ გაღმერთებ" - აღიარებული ჰიტებია. ხოლო მსოფლიო ჰიტადაა მიჩნეული "ღრმა მდინარე, მაღალი მთა". ამ სიმღერამ ტინა ტერნერს ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა.
იკე ნარკოტიკს მიეძალა. დაგეგმილ კონცერტებს აუქმებდა, რის გამოც დიდი ჯარიმების გადახდა უწევდათ. ტინა ითმენდა, მაგრამ მალე საქმე იქამდე მივიდა , რომ იკე მეუღლეს ფიზიკურად უსწორდებოდა. ერთხელ ისე სცემა, რომ ცხვირი გაუტეხა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ თავის მოკვლა არ სცადა. ტინას გაქცევა ხშირად უფიქრია, მაგრამ შვილებს სადისტ მამას ვერ დაუტოვებდა. თვითონ კი მათი შენახვა არ შეეძლო, არ იცოდა თუ მისი კარიერა ასეთი წარმატებული იქნებოდა. 70-იან წლების ბოლოს ბენდი მთლიანად როკ ენ როლზე გადაერთო. იკეს და მის ჯგუფის წევრებს არ სურდათ ეღიარებინათ, რომ მსოფლიო პოპულარობა ტინას დამსახურება იყო. პირველი სიმღერა, რომელიც როკის სტილში ჩაწერა " ერთად ყოფნა" იყო. მას მოჰყვა "ამაყი მერი", რომელიც დღემდე ტინა ტერნერის ჰიტად რჩება. მის ფანებს შორის იყვნენ ელტონ ჯონი, ელვის პრესლი. 1974 წელს ქმარმა ტინას პირველი სოლო ალბომი ჩაუწერა სახელით "ტინა გადაატრიალებს ქვეყანას" ერთი წლის შემდეგ კი " მწარე დედოფალი"
1976 წელს ტინა სახლიდან გაიქცა. ერთადერთი რაც ქმრისგან დაიტოვა გვარია. იგი წერდა სიმღერებს ფილმებისშვის. მენეჯერ როჯერ დავისის დახმარებით ჩაწერა რიგით მესამე ალბომი "უხეში", ასევე ჩაწერა სიმღერა "სიყვარულის აფეთქება". მელ გიბსონთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფილმში "ქუხილის მიღმა". ასევე მიიღო მონაწილეობა არნოლდ შვარცენეგერის ფილმში "უკანასკნელი გმირი".
1984 წელს მეხუთე ალბომი - "კერძო მოცეკვავე" ჩაწერა, რომელიც წლის ალბომად გამოცხადდა. 1985 წელს შეასრულა დუეტი ბრაიან ადამსთამ, იმავე წელს მაიკლ ჯექსონთან და დაიანა როსთან.
1986 წელს ევროპაში სტუმრობამ ბედნიერება მოუტანა. აქ გაიცნო ხმის ჩამწერი სტუდიის "ენ ემ აის" მფლობელი გერმანელი ერვინ ბახი, რომელიც მასზე 17 წლით უმცროსი იყო. , წყვილი დაქორწინდა და და დღემდე ბედნიერად გრძნობს თავს.
1986 წელს ტინა ტერნერი გინესის წიგნში შევიდა. ბრაზილიაში მის კონცერტს 184000 ადამიანი დაესწრო. მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი "მე ტინა".
2001 წელს ჩაწერა ალბომი "ყველაფერი საუკეთესო", სადაც თავის საუკეთესო ძველ ჰიტებს მოუყარა თავი. მომღერალი ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი სულ მწვანეშია ჩაფლული და ტინას იქ ყოფნა მშობლიურ ამერიკას უჩევნია. ერვინი არაჩვეულებრივი მზარეულია და მეუღლეს ხშირად ანებივრებს გემრიელი საუზმით.
მომღერალი არასოდეს იხსენებს პირველ ქორწინებას...

სსიპ გორის 1 სკოლა
X-XI კლასი
ელენე გოგიჩაიშვილი
ეთერ დავითიძე
მარიამ ღვამიჩავა
სოსო ტვორდოხლებოვი
ანა თვალიაშვილი